воскресенье, 13 марта 2016 г.

მეცხრე დღე

წარვადგინე პროექტი, მოვისმინე თეთრი და შავი პიარი,ჩავასწორე ჩემი გეგმა და  გამოვაქვეყნე. სხვასაც მივეცი შენიშვნები და რეკომენდაციები.
          ტრენინგი კარგი და ძალიან საინტერესო  იყო.  არ ველოდი თუ ასეთი წარმატებით შეიძლებოდა ტექნოლოგიების  გამოყენება საგნის სწავლებისას.  ვისურვებდი  ეს ტრენინგი გაიაროს ყველა მასწავლებელმა  და აქტიურად დანერგოს  პრაქტიკაში. სასურველია დროის შემცირება  ოთხი საათი ცოტა დამღლელია.
კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას დახმარებისა და სწავლებისათვის .

суббота, 12 марта 2016 г.

მერვე დღე

 დღეს ვიმუშავე პრეზენტაციის  გეგმაზე.   .დავხვეწე   და განვაახლე პროექტის გეგმა. შევქმენი  დოკუმენტები მენეჯმენტისათვის.  გამოვაქვეყნე პორტფოლიო, გავინაწილეთ თეთრი და შავი პიარის ფუნქციები.  კიდევ  ერთხელ  განვიხილე  პროექტის  შეფასების გეგმა. კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. ძალიან ბევრ საჭირო რამეს გავეცანი. გმადლობთ.

воскресенье, 6 марта 2016 г.

მე-7 დღე

გავეცანი დიფერენცირებულ სწავლებას,სსსმ მოსწავლე,არაქართველი და შლიერი მოსწავლეებისათვის გეგმის შემუშავებას, გავიხსენე ბლუმის ტაქსონომია  დაგარდნერის მატრიცა. გავაანალიზე  თვითრეგულირების  ხელშემწყობი  ფაქტორები, განვიხილე  სხვადასხვა  პროექტების  ნიმუშები. დავხვეწე ჩემი  პროექტის გეგმა.  გამოვაქვეყნე ჩემი პროექტის გეგმა.

суббота, 5 марта 2016 г.

მე-6 დღე

დღეს მე გავეცანი შეფასების სტრატეგიებს.
გავწერე  შეფასების რეზიუმე, გავაანალიზე :ტექნოლოგიების  ინტეგრირება" და ,,სწავლის პროცესი". დავიწყე  შეფასების  რუბრიკების  შექმნა. ჯგუფური, თვითშეფასება.გავაკეთე კომენტარები, ვიმუშავე პროექტის გეგმაზე გავუკეთე კომენტარი კოლეგებს, გაანვაახლე ინფორმაცია დისკზე ,ვისწავლე შეფასების რუბრიკების შექმნა.
ძალიან ეფექტურად გამოვიყენე  დრო .ძალიან ბევრი ინფორმაცია მივიღე და კმაყოფილი ვარ. გმადლობთ.