воскресенье, 28 февраля 2016 г.

მე-5 დღე.

განვაახლე პროექტის გეგმა. ვისწავლე  სურათების მონიშვნა  და გადმოტანა. გავეცანი  საავტორო უფლებებს, რომელთა დაცვით  გადმოვწერე ინფორმაცია  ინტერნეტიდან.
ვისწავლე დოკუმენტის გაზიარება და შევავსე  ელექტრონული ცხრილი. ძალიან სასიამოვნო გარემოში გვიხდება მუშაობა. გმადლობთ რომ გვაძლევთ ამის საშუალებას. ტრენერი გვყავს საუკეთესო.ნეტა ყველა ტრენერმა ასე გულით იმუშაოს. ნახვამდის მომავალ შეხვედრამდე.

суббота, 27 февраля 2016 г.

მე-4 დღე

 დღეს მე ვიმუშავე პროექტის გეგმაზე, დავხვეწე სტანდარტები და მიზნები
შევუთავსე კითხვსბი მიზნებს,
 შევიმუშავე  შეფასების  დროის ჩარჩო;
 განვაახლე ინფორმაცია დისკზე;
 გავეცანი ეფექტურპრეზენტაციის მოთხოვნებს, შვქმენი  პრეზენტაცია და ჩავაშენე ბლოგზე.
 ძალიან მომეწონა .გავიგე ბევრი ახალი ინფორმაცია  პროექტის შესახებ. რასაც აუცილებლად გამოვიყენებ სკოლაში სწავლებისას.

воскресенье, 21 февраля 2016 г.

მესამე დღე.

დღეს მე მოვიძიე სტანდარტები და გადმოვწერე . შევუსაბამე ჩემს პროექტის  გეგმას .ასევე პროექტის გეგმას შევუსაბამე 21-ე  საუკუნის უნარ ჩვევები. განვიხილე  21-ე საუკუნის  კითხვები.გავიხსენე და განვაახლე დისკი. ვისწავლე კოპირება და ჩასმა გამარტივებული წესით. კმაყოფილი ვარ დღევანდელი მუშაობით. გმადლობთ რომ გვაძლევთ  საშუალებას  ვიყოთ აქტიური პედაგოგები და ფეხი ავუწყოთ 21- საუკუნეს.

суббота, 20 февраля 2016 г.

მეორე დღე

დღეს გავეცანი კონკიას   პროექტის  რესურსებს. გავაანალიზე  პროექტის თვისებები. განვიხილე 21-ე საუკუნის  უნარ ჩვევებს, გავეცანი და შევქმენი  ბროშურები. ბროშურებს გამოვიყენებ პრაქტიკაში .ვისწავლე ინტერნეტიდან სურათების  გადმოტანა და პრაქტიკაში გამოყენება.
       ტრენინგი საინტერესო და სახალისოა.დრო აქტიურად გამოვიყენეთ. ძალიან კმაყოფილი ვარ. ხვალ დიდი ხალისით  მოვალ რადგან ვიცი, რომ აქ აქტიურად და ნაყოფიერად გამოვიყენებ დროს. ეს ყველაფერი კი დამეხმარება  საგაკვეთილო პროცესის უკეთ დაგეგმვასა  და ჩატარებაში.გმადლობთ.

პირველი დღე

გავეცანი პროექტებით სწავლებას , ვისწავლე  საქაღალდის გახსნა  შევქმენი ბლოგი და რეფლექსია დავწერე ბლოგში. გავიცანი სხვა სკოლის პედაგოგები და გავუზიარათ ერთმანეთს აზრები ტექნოლოგიებით სწავლებასთან დაკავშირებით.